Главная » Все Новости » События » Заявление парламента Грузии по поводу депортации чеченского и ингушского народов 23 февраля 1944 года

Заявление парламента Грузии по поводу депортации чеченского и ингушского народов 23 февраля 1944 года

23 Февраля 1944 года осуществилась депортация в республики Средней Азии братских для Грузии народов, чеченцев и ингушей. Из Северного Кавказа были высланы до пол- милионна чеченцев и ингушей.

В ходе депортации осуществлялись индивидуальные и массовые убийства людей (например, известен случай, когда в горной Чечене, в селе Хайбах были заживо сожженны 750 человек), рабский труд в концентрационных лагерях, другие формы физического террора, голод и эпидемии, что погубило много невинных людей, в том числе женщин, стариков и детей.

Грузия полностью разделяет трагедию чеченцев и ингушей и чтит память жертв сталинских репрессий. Сталинские репрессии это обьединяющая трагедия для Грузии и других регионов Кавказа и мы желаем, чтобы нашими совместными усилиями подобная трагедия на Кавказе больше не повторилась.

Грузинов, ингушей и чеченцев обьединяет общая история. В течении веков, наши предки имели братские и добрососедские взаимоотношения.

В последние годы, Грузия сделала много шагов для углубления добрососедских взаимоотношений с чеченцами, ингушами и другими народами Кавказа. Несмотря на смену власти, кавказская политика Грузии продолжится и будет способствовать строительству мирного Кавказа.

Мы осознаем, что преступления совершенные тоталитарным комунистическим режимом не оценены на должном уровне, в отличии от преступлений нацистской Германии.

Мы уверенны, что адекватная и точная оценка истории, информирование общества и особенно молодежи будет основой для того, чтобы подобные преступления больше не повторились.

Еще раз хотим выразить глубокое соболезнование по поводу трагедии чеченского и ингушского народа и пожелать нашим народом жизнь в едином, мирном и развитом Кавказе.

Парламент Грузии выходит с инициативой обьявить 23 Февраля днем солидарности с народами Кавказа.

От имени Единного Национального Движения – депутаты парламента Грузии, Серго Ратиани, Нугзар Циклаури

საქართველოს პარლამენტის განცხადება

1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციასთან

დაკავშირებით

1944 წლის 23 თებერვალს სტალინის რეჟიმის მიერ განხორციელდა საქართველოს მოძმე ერების, ინგუშებისა და ჩეჩნების დეპორტაცია სამშობლოდან შუა აზიის რესპუბლიკებში. ჩრდილო კავკასიიდან გაასახლეს ნახევარ მილიონამდე ჩეჩენი და ინგუში. დეპორტაციას თან ახლდა ადამიანების ინდივიდუალური და მასიური მკვლელობები (მაგ. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ჩეჩნეთში, მარტო მაღალმთიან აულ ჰაიბაღში 750 ადამიანი ცოცხლად დაწვეს), მონური შრომა საკონცენტრაციო ბანაკებში, ფიზიკური ტერორის სხვა ფორმები, შიმშილი და ეპიდემიები, რამაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები შეიწირა.

საქართველო სრულიად იზიარებს ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიას და პატივს მიაგებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ხსოვნას. საბჭოთა რეპრესიები არის ის საერთო ტრაგედია, რაც საქართველომ კავკასიის სხვა რეგიონებთან ერთად გამოიარა და ვისურვებდით, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ასეთი რამ კავკასიაში აღარ განმეორდეს.

ქართველებს, ინგუშებსა და ჩეჩნებს საერთო ისტორია გვაერთიანებს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ძმურ და კეთილმეზობლურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.

ბოლო წლებში ქართულმა სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა კავკასიის სხვა ხალხებთან, ინგუშებთან და ჩეჩნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად საქართველოს კავკასიური პოლიტიკა ისევ გაგრძელდება და შეუწყობს ხელს მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობას.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები, ნაცისტური გერმანიის დანაშაულებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ჯეროვნად არაა შეფასებული.

დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიის ზუსტი და ადეკვატური შეფასება, საზოგადოების, და განსაკუთრებით ახალგაზრდების, ინფორმირება იქნება საფუძველი, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულები არ განმეორდეს.

კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიის მიმართ და სამომავლოდ ვისურვოთ ჩვენი ერების ერთიან, მშვიდობიან და განვითარებულ კავკასიაში ცხოვრება.

საქართველოს პარლამენტი გამოდის ინიციატივით 23 თებერვალი გამოცხადდეს კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ.

Отдел писем

Chechenews.com

23.02.13.